“ლივერპულმა” “ტოტენჰემს” ბოლო წამებზე სძლია (ვიდეო)
პრემიერ ლიგის კულმინაცია ახლოვდება. ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის 32-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც იურგენ კლოპის შეგირდები ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პრინციპულობისა და დატვირთვიდან გამომდინარე თამაში დიდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ მასპინძლებმა შეძლეს თავი მე-16 წუთზე რობერტო ფირმინომ გამოიჩინა.
მეორე ტაიმი კი “დეზების” უპირატესობით წარიმართა. 70-ე წუთზე ლუკას მოურამ ანგარიშის გაქვითვა შეძლო და ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა თამაშის მიწურულს ტობი ალდერვაირელდმა საკუთარ კარში გაიტანა გოლი და “ლივერპულს” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აჩუქა.
ასე რომ, “ლივერპულმა” ბეწვის ხიდზე გაიარა და ამ ეტაპზე 2 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან “მანჩესტერ სიტის”, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს.