ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა: მეოთხედფინალი ცნობილია
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. ექვსივე
წყვილში ფავორიტებმა გაიმარჯვეს. ყველაზე დაძაბულ მატჩში შარშანდელმა
ფინალისტმა, საფრანგეთის ნანტმა 30-27 დაამარცხა გერმანიის რაინ-ნეკარი და
ორი მატჩის ჯამში 62-61 მოიგო.
მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-16/1493413
სხვა წყვილებში იმარჯვეს გერმანიის ფლენზბურგმა, უნგრეთის სეგედმა და
ვესპრემმა, პოლონეთის კელცემ, მაკედონიის ვარდარმა.
მეოთხედფინალი სტადია 24 აპრილიდან დაიწყება. მერვედფინალის გამარჯვებულ 6
გუნდს ემატება ბარსელნა და პსჟ, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი მოიგეს და ამის
წყალობით პირდაპირ მეოთხედფინალში მოხვდნენ. წყვილები ასეთია: ნანტი –
ბარსელონა, პსჟ – კელცე, ფლენზბურგი – ვესპრემი, ვარდარი – სეგედი.
ფინალური ოთხეული 1-2 ივნისსაა კოლნში, ლანქსეს არენაზე.
—
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
მერვედფინალის საპასუხო მატჩები (30-31 მარტი)
ნანტი (საფ) – რაინ-ნეკარი (გერ) 30-27 (32-34)
ლაგარდი, რივერა 8 – კოლბახერი, ლიპოვინა, შმიდი 5
კელცე (პოლ) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 34-29 (33-33)
დუიშებაევი, კულეში 6 – კოზაკევიჩი 7
ფლენზბურგი (გერ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 30-20 (30-28)
ვანე 7, გლანდორფი, ლაუგე 5 – ჯუკიჩი 6
ვარდარ სკოპიე (მკდ) – ზაგრები (ხორ) 32-30 (27-12)
ჩუპიჩი 9 – ჰორვატი 11
სეგედი (უნგ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 23-16 (22-20)
ბანჰიდი 6 – გებალა 5
ვესპრემი (უნგ) – სპორტინგი (პორ) 35-29 (30-28)
შტრლეკი 6, მარგუცი 5 – კაროლი, მარზო, გიონეა 6
მეოთხედფინალი (24-28 აპრილი, 1-5 მაისი)
ნანტი – ბარსელონა, პსჟ – კელცე, ფლენზბურგი – ვესპრემი, ვარდარი – სეგედი
ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი