მაურო იკარდი “ჯენოასთან” მატჩში ითამაშებს
მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ გუნდის თავდამსხმელი მაურო იკარდი “ნერაძურის” განაცხადში დაბრუნდა და ხვალ, “ჯენოასთან” გასამართ მატჩში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში კლუბმა არგენტინელ ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა, რის შემდეგაც იკარდის “ინტერის” რიგებში არც უთამაშია და არც უვარჯიშია.
“მაურო განაცხადშია. კლუბის გენერალური დირექტორის, ჯუზეპე მაროტას მიერ გაწეულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და მხარეებმა კონსესუსს მიაღწიეს. ეს ურთიერთგაგება ნიშნავს იმას, რომ მაურო გუნდის დასახმარებლად მზად არის.
იკარდი ხვალ ითამაშებს. გონება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კუნთები. მან სწორი არჩევანი გააკეთა. ის ითამაშებს და ვნახოთ, საჭირო გახდება თუ არა მისი შეცვლა. მაუროს რეაქციიდან შევიტყობთ, რამდენად შეძლებს ის მატჩის სრულად ჩამთავრებას”, – ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football Italia.
“ჯენოასა” და “ინტერს” შორის გასამართი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.