მილანის “ინტერი” დევიდ ბექჰემის კლუბს სახელის წართმევას უპირებს
გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato იუწყება, რომ მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაიწყო დევიდ ბექჰემის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა.
საქმე ის გახლავთ, რომ დევიდ ბექჰემმა თავის კლუბს, რომლის დებიუტიც ამერიკულ ლიგაში 2020 წელს უნდა შედგეს, “ინტერ მაიამი” დაარქვა. ეს კი, “ნერაძურის” მფლობელთა აზრით, მილანური კლუბის უფლებების დარღვევაა.
ასე რომ, სავაჭრო მარკების სააპელაციო ორგანო დეტალურად განიხილავს ორივე მხარის არგუმენტებს და მიიღებს გადაწყვეტილებას – ან ჩათვლის, რომ სახელწოდება “ინტერის” ექსკლუზივი ჩვენთვის უკვე ნაცნობ “ნერაძურის” ეკუთვნის, ან MLS-ის მომავალი კლუბის მოთხოვნას დააკავშირებს იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ “ნერაძურის” რეალური სახელი “FC Internazionale” გახლავთ და ეს სახელწოდება მსოფლიოს არაერთ კლუბს აქქვს.
როგორც უკვე გითხარით, “ინტერ მაიამის” დებიუტი MLS-ში 2020 წელს იგეგმება. კლუბი პირველ ორ სეზონს “ლოკჰერთ სტედიუმზე” ჩაატარებს, შემდეგ კი საკუთარ არენაზე გადაინაცვლებს.