საუთგეიტი რუსეთში გმირობისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს
ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გარეთ საუთგეიტი, პრინცმა ჩარლიმ ბაკინგემის სასახლეში რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩადენილი გმირობისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (OBE) დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ 48 წლის ინგლისელი სპეციალისტის მეთაურობით “სამმა ლომმა” ბოლო 28 წლის მანძილზე პირველად შეძლო მსოფლიოს მთავარი სანაკრებო ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სამეფო ოჯახმა ინგლსისი ნაკრების ლიდერი ჰარი კეინიც დააჯილდოვეს ბრიტანეთის იმპერიის ორდენით (MBE).
*OBE – რიგით მეორე ხარისხის ორდენი გახლავთ, ხოლო MBE – ბრიტანეთის იმპერიის რიგით მესამე ორდენი.
🎖️ Gareth Southgate OBE
The England manager today received his OBE from Prince Charles at Buckingham Palace for services to football. pic.twitter.com/E4Kttfmz0S
— Sky Sports News (@SkySportsNews) April 4, 2019