ეროვნული ლიგა – “ჩიხურამ” “ლოკომოტივი” მახარობლიძის გოლით დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის პირველ მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “ლოკომოტივი” ბიძინა მახარობლიძის ერთადერთი გოლით დაამარცხა. მახარობლიძემ 51-ე წუთზე მცველისა და მეკარის გაუგებრობით ისარგებლა და შემდეგ კი ცარიელ კარში გატანა აღარ გასჭირვებია. მთელი შეხვედრის განმავლობაში “ჩიხურა” “ლოკომოტივს” აშკარად სჯობდა და გამარჯვება დაიმსახურა.
“ჩიხურას” შემადგენლობაში მიხეილ ერგემლიძის დებიუტი შედგა, ხოლო, “ლოკოს” მაისურით პირველი თამაში ჩაატარა გიორგი გოროზიამ დაბრუნების შემდეგ.
საჩხერლებს 10 ქულა დაუგროვდათ და დროებით მე-3 ადგილზე აინაცვლეს, “ლოკომოტივი”, შესაძლოა, ტურის დამთავრებისას ბოლო ადგილზეც აღმოჩნდეს ზედიზედ 4 წაგების შემდეგ.
ჩიხურა 1-0 ლოკომოტივი
გოლი: მახარობლიძე 51
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე – ჩიტეიშვილი, სარდალიშვილი, ჩიხლაძე – დეკანოიძე (ერგემლიძე 74) მახარობლიძე (მეგრელიშვილი 82), ლექვთაძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ლოკომოტივი: ბულისკერია – გურეშიძე, ჭანტურია, კირკიტაძე, უბილავა – შონია, სამურკასოვი (გოროზია 70) – კობახიძე (ჯიქია 77), დავითაშვილი, კიკაბიძე (კომახიძე 60), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი