“ბაიერნი” დაბრუნდა! “ბავარიელებმა” “ბორუსია” გაანადგურეს (ვიდეო)
ბუნდესლიგის 28-ე ტურში “ალიანც არენამ” სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან დაპირისპირებას უმასპინძლა. “რეკორდმაისტერის” საშინაო მოედანზე “დერ კლასიკერი” შედგა, რომლის გამარჯვებულიც მასპინძელი გუნდი გამოდგა.
მართალია ნეიტრალური გულშემატკივრები დაძაბულ დაპირისპირებას ელოდნენ, თუმცა ნაცვლად ამისა ცალკარა ფეხბურთი იხილეს – ნიკო კოვაჩის “ბაიერნი” სრულად დომინირებდა მეტოქეზე, რაც ტაბლოზე ხუთი უპასუხო გოლით აღინიშნა.
ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე მატს ჰუმელსმა გახსნა, რასაც 7 წუთში რობერტ ლევვანდოვსკის გოლი მოყვა.ტაიმის მიწურულს მარტინესმა (41′) და გნაბრიმ (43′) სხვაობა გამანადგურებელი გახადეს. ყველაფერს კი წერტილი მასპინძელთა პოლონელმა ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაუსვვა (89′) – 5:0.
ასე რომ, “მიუნხენელებმა” უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს და ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცნენ, უსწრებენ რა ერთი ქულით უახლოეს მდევარ “ბორუსიას”.