ტოტი და ფიგუ საჩოგბურთო კორტზე საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ (ვიდეო)
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ფრანჩესკო ტოტი და ლუიშ ფიგუ საჩოგბურთო კორტზე საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩს ჩაატარებენ. შეხვედრა 2 ივნისს, რომის “ფორო იტალიკოზე” შედგება და ერთმანეთს ორი 6-6-კაციანი გუნდი დაუპირისპირდება. მატჩი ორ 30-წუთიან ტაიმად დაიყოფა. შეხვედრიდან მიღებული თანხა ვატიკანში მდებარე პედიატრიულ საავადმყოფო “ბამბინო ჯეზუს” გადაეცემა.
“ემოციური საღამო იქნება. ეს ახალი და ორიგინალური ტიპის ღონისძიებაა. ჩემთან და ლუიშთან ერთად ჩვენი მეგობრები ითამაშებენ, რომელთა ვინაობასაც უახლოეს მომავალში შეიტყობთ. ამ საქველმოქმედო მატჩების ჩატარებას დამდეგი ორი წლის განმავლობაში ვაპირებთ და გამოწვევას მსოფლიო ფეხბურთის ორ სხვა ლეგენდას ვუგზავნით”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს “რომას” პრესსამსახური.
Sono felice di invitarvi alla prima edizione de #lanottedeire 👑 , il 2 Giugno al Foro Italico.
Una sfida mai vista 6vs6 con tanti amici per sostenere insieme l’Ospedale Pediatrico Bambino Gesù.
Vi aspettiamo, sei pronto @LuisFigo? 😉💪🏼 #ifda pic.twitter.com/B4A5MpBebh— Francesco Totti (@Totti) April 8, 2019