ეროვნული ლიგა – “საბურთალომ” “ვიტ ჯორჯია” დამაჯერებლად დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩში “ვიტ ჯორჯიამ” ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი თბილისის “საბურთალო” მიიღო და 0-3 დამარცხდა. გიორგი კოხრეიძემ “საბურთალო” 52-ე წუთზე დააწინაურა, შემდეგ კი შინდაგორიძესა და კაკუბავას გაატანინა.
7 ტურის შემდეგ “საბურთალო” 18 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და უახლოეს მდევრებს 4 ქულით უსწრებს. “ვიტ ჯორჯიას” 8 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.
მე-8 ტური 12 აპრილს თბილისის “დინამოსა” და “დილას” დაპირისპირებით გაიხსნება.
ვიტ ჯორჯია 0-3 საბურთალო
გოლები: კოხრეიძე 52, შინდაგორიძე 72, კაკუბავა 78
ვიტ ჯორჯია: შეროზია – გაფრინდაშვილი, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, კიკნაველიძე (მუჯირი 70) – კაკაშვილი, ვასაძე, მაისურაძე (ლაცაბიძე 60)- ღუდუშაური, კურდღელაშვილი, მუსელიანი (მოსიაშვილი 60)
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე
საბურთალო: მიგინეიშვილი – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხველიანი – დიასამიძე (გორგიაშვილი 73), ტერა, ალთუნაშვილი (გვარაძე 78) – შინდაგორიძე, კოხრეიძე, დვალიშვილი (როლოვიჩი 73)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი