ვან დეიკმა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ლივერპულელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა განაცხადა, რომ მან ამ მოთამაშეს ხმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაშიც მისცა.
“ხმა რაჰიმ სტერლინგს მივეცი. ვფიქრობ, ის ამას იმსახურებს. მას ბრწყინვალე სეზონი აქვს. შემეძლო, ხმა ბერნანდო სილვასთვისაც მიმეცა, მაგრამ არჩევანი სტერლინგზე გააკეთა. მან ძალიან მოუმატა”, – უთხრა ვან დეიკმა Daily Mail-ს.