“ტოტენჰემმა” “მანჩესტერ სიტი” მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “დეზების” ახალ არენაზე ჩატარებული შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩი “ქალაქელებმა” უფრო აქტიურად დაიწყეს და პირველი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც სწორედ მათ შექმნეს: მე-12 წუთზე “სიტის” ერთ-ერთი შეტევის დროს მასპინძელთა მცველმა დენი როუსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და “ტოტენჰემის” კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი სერხიო აგუერომ დაარტყა, რომელსაც უგო ლორისმა აუღო. ამის შემდეგ ინიციატივა “დეზებმა” იგდეს ხელთ და მეტოქის კართან რამდნეიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.
შეხვედრის მეორე ტაიმი შედარებით მინორულ ტემპში წარიმართა, თუმცა მაყურებელმა გატანილი გოლი მაინც იხილა: მატჩის 78-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა სონ ჰინ მინმა ბურთი პირით ხაზს იქით არ გადაუშვა, შემდეგ საჯარიმოს შუაში გადაინაცვლა და ედერსონს დაბალი დაუტყა – 1:0.
წყვილის საპასუხო მატჩი მანჩესტერში, 17 აპრილს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (I მატჩი)
“ტოტენჰემი” — “მანჩესტერ სიტი” 1:0 (0:0)
გოლი: სონი 78′.
გამოუყენებელი პენალტი: აგუერო 13′ (მეკარე).