პეპ გვარდიოლას კომენტარი “ტოტენჰემთან” მარცხის შემდეგ
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ლონდონის “ტოტენჰემთან” მატჩი შეაფასა.
როგორც იცით, “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” სონის გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა.
“არაჩვეულებრივი თამაში ჩავატარეთ, ძალიან ცოტა გოლი გავუშვით. თამაშს ვაკონტროლებდით. მგონია, რომ ცუდად არ გვითამაშია, განსაკუთრებით მეორე ნახევარში. შედეგი კარგი არ არის, მაგრამ გასულ სეზონში უარესი იყო.
თუ არ ჩავთვლით სტანდარტულ სიტუაციებსა და რამდენიმე კონტრ-შეტევას, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. შევეცდებით, საკუთარ მოედანზე, საკუთარი ფანების წინ გავიმარჯვოთ. როცა კარგად ვერ ვთამაშობთ, ამას პირდაპირ ვიძახი, მაგრამ დღეს ცუდად არ გვითამაშია.
ზოგჯერ 1:0 0-0-ზე უკეთესია, რადგან ამ დროს ზუსტად იცი, რა გჭირდება. როცა დღევანდელ მატჩს გავაანალიზებ, შესაძლოა, აზრი შევიცვალო, მაგრამ ახლა მაინც მგონია, რომ კარგად ვითამაშეთ”, – განაცხადა გვარდიოლამ.
“მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემს” შორის განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება.