“აიაქსი” და “იუვენტუსი” დაზავდნენ (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. ჰოლანდიაში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ამსტერდამელები მოედანზე საბრძოლო განწყობით გავიდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ შესვენებაზე გასვლამდე გოლი აქეთ გაუშვეს. მთელი ტაიმის განმავლობაში ჩრდილში მყოფმა კრიშტიანუ რონალდუმ “ბებერი სინიორა” თავური დარტყმით დააწინაურა – 0:1 – გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
“აიაქსმა” წონასწორობა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე აღადგინა. დავიდ ნერესი მარცხენა ფლანგიდან შედის საჯარიმოში და შორეულ კუთხეში აუღებელს ურტყამს. ვოიცეხ შჩესნი დარტყმის მომენტს ვერ ხედავს და მისი რეაქცია დაგვიანებულია – 1:1.
წყვილის განმეორებითი შეხვედრა ტურინში, 16 აპრილს ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (I მატჩი)
“აიაქსი” — “იუვენტუსი” 1:1 (0:1)
გოლები: დავიდ ნერესი 46′ — რონალდუ 46′.