“დიჟონი” – “ამიენის” მატჩი რასისტული შეძახილების გამო შეჩერდა
საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში “დიჟონმა” საკუთარ კედლებში “ამიენი” მიიღო. შეხვედრა ფრედ (0-0) დასრულდა. “დიჟონი” 25 ქულით კვლავ გასავარდნ ზონაშია, “ამიენი” კი 7 ქულით უსწრებს ამ უკანასკნელს.
შეხვედრის 78-ე წუთზე “ამიენის” კაპიტანმა ტომას მონკონდუიტმა მატჩის მთავარ არბიტრს მატჩის შეჩერება მოსთხოვა. მიზეზი კი ადგილობრივი გულშემატკივრების რასისტული სიმღერები და შეძახილები გახლდათ. შეხვედრა 5 წუთით შეჩერდა.
“21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ასეთი რამ მიუღებელია. მსაჯს მატჩის შეჩერება ვთხოვე. მართალია განსხვავებული კანის ფერი გვაქვს, მაგრამ, უპირველესყოვლიას ჩვენ ადამიანები ვართ,” – აცხადებს ტომასი მატჩის შემდეგ.
Tonight’s Ligue 1 clash between Dijon & Amiens was temporarily halted after defender Prince Gouano confronted Dijon supporters for what he believed was monkey chanting. pic.twitter.com/gysvzu8zPA
— Get French Football News (@GFFN) April 12, 2019