ოლივიე ჟირუ: “ვან დეიკი ძალიან ძლიერია, თუმცა ჩვენ მისი არ გვეშინია”
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ენფილდზე” გაიმართება, სადაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ლივერპული” ლონდონის “ჩელსის” მიიღებს. მატჩის წინ, “პენსიონერთა” შემტევმა, ოლივიე ჟირუმ, ვირჯილ ვან დეიკზე ისაუბრა.
“ვან დეიკის წინააღმდეგ რამდენიმეჯერ მაქვს ნათამაშები და უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან რთული იყო, რამდენადაც ვან დეიკი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. თუმცა, ამის მიუხედავად, მისი გუნდების კარში არაერთხელ გამიტანია.
მართალია, ბოლო მატჩში დავმარცხდით, თუმცა გასულ წელს, ერთა ლიგაზე ჰოლანდიის კარში გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შევძელი, ისევე როგორც “სტემფორდ ბრიჯზე” გამართულ მატჩში.
რთული თამაში იქნება, “ლივერპული” ტიტულისთვის იბრძვის. მთავარია, არავისი გვეშინოდეს, არც ვან დეიკის. 100 პროცენტით მოგებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები,” – აცხადებს ფრანგი თავდამსხმელი.
]