ეროვნული ლიგა – “ღმერთის ხელი” ფრუიძეს ვერ გადაფარავს, ბუდუ-ელვა-ჯოვინო
ეროვნული ლიგის მე-7 ტურის დასკვნით დღეს 3 მატჩი ვიხილეთ და სამივე ძალიან განსხვავებული გამოდგა. მოქმედმა ჩემპიონმა “საბურთალომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და მოულოდნელად 2-3 წააგო. მახარობლიძემ მე-8 წუთზე გაიტანა, მე-10-ზე როლოვიჩმა უპასუხა. საჩხერლებმა მოედნის სადავეები იგდეს ხელს და ჯერ ჩიხლაძემ, ტაიმის ბოლოს კი მახარობლიძემ დუბლი გაიფორმა.
მე-2 ნახევარში “საბურთალო” ბურთს აკონტროლებდა, 1-2 შანსიც ჰქონდა, თუმცა 55-ე წუთზე გეგა დიასამიძემ გოლი ხელით გაიტანა. “ჩიხურას” 11-ვე ფეხბურთელი აპროტესტებდა რამდენიმე წუთის განმავლობაში “ღმერთის გოლს”, თუმცა ყრუაშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. ისევ დიასამიძეს შეეძლო გუნდისთვის 1 ქულის მოტანა, მაგრამ ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ფრუიძის შეგირდები თავს კარგად იცავდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
ქუთაისის “ტორპედომ” “ვიტ ჯორჯია” მიიღო და 2-1 გაიმარჯვა. გოლები თავდამსხმელთა გამორჩეული დუეტის, ბუდუ ზივზივაძისა და თორნიკე კაპანაძის ანგარიშებზეა. 89-ე წუთზე მხოლოდ ანგარიშის გაქვითვა შეძლო მუსელიანმა.
“რუსთავის” კრიზისი კვლავ გრძელდება და ჯერჯერობით გუნდი ყველა თამაშს უშანსოდ აგებს. ამჯერად, ბათუმის “დინამოსთან” 0-2 დამარცხდა. ფლამარიონი და გაფრინდაშვილი
7 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას კვლავ “საბურთალო” ლიდერობს 18 ქულით, “ტორპედო” და ორი “დინამო” 16-16-16 ქულით მოდიან, “ჩიხურა” 13-ით მე-5 პოზიციაზეა. ქვედა ცხრილს “რუსთავი”, “დილა” და “ლოკომოტივი” ამაგრებენ.
საბურთალო 2-3 ჩიხურა
გოლები: როლოვიჩი 10, 55 – მახარობლიძე 8/45, ჩიხლაძე 27
საბურთალო: მიგინეიშვილი – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ნადარაია (ლაკვეხველიანი 46) – ცნობილაძ (ალთუნაშვილი 46), გორგიაშვილი (დვალიშვილი 46), დიასამიძე, შინდაგორიძე, კოხრეიძე – როლოვიჩი
მთავარი მწვრნელი: გია ჭიაბრიშვილი
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე – ჩიტეიშვილი, სარდალიშვილი, ჩიხლაძე (ერგემლიძე 69) – ლექვთაძე (მეგრელიშვილი 87), მახარობლიძე (კამლაძე 78), დეკანოიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
რუსთავი 0-2 დინამო ბთ
გოლები: ჯოვინო 39, გაფრინდაშვილი 82
რუსთავი: მამარდაშვილი – კაპანაძე, გადრანი, ჯაფიაშვილი, ტაკულოვი – გისტაროვი, ნარიმანიძე (იმნაძე 66), სილაგაძე, ფონიავა (კიტეიშვილი 82), ციცქიშვილი – ქოჩლაძე (ჩოგაძე 66)
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
დინამო ბთ: ალავიძე – მელიავა, ადამაძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე, ჯანელიძე – ფლამარიონი (საბანაძე 81), რამოსი (გაფრინდაშვილი 61) – ჭანტურია (ტეიდი 74)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ტორპედო 2-1 ვიტ ჯორჯია
გოლები: ბუდუ 29, კაპანაძე 65 – მუსელიანი 89
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, ქიმაძე – ცინცაძე, გიგაური, ქავთარაძე (დოლიძე 69), ლუკა (ჭიჭინაძე 80) – კაპანაძე (ჩაჩუა 73), ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ვიტ ჯორჯია: შეროზია – ჩიტიშვილი (კიკნაველიძე 63), ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი – ლაცაბიძე, კაკაშვილი, მოსიაშვილი, ვასაძე, საჯაია – ღუდუშაური (მუსელიანი 76), მაისურაძე (ღირდალაძე 46)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი