გატუზო: “ფეხბურთელების დასაწყნარებლად ისე გავიქეცი, რომ კუნთი დამეჭიმა”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ლაციოსთან” მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, “როსონერიმ” რომაული კლუბი “სან სიროზე” 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა, მათ დასაწყნარებლად კი გატუზო მივიდა.
“ფეხბურთელების დასაწყნარებლად ისე გავიქეცი, კუნთი დამეჭიმა. სკამთან ვიყავი, როცა დავინახე, რომ მათ შელაპარაკება მოუვიდათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მალევე დასრულდა.
როცა მოთამაშე ვიყავი, ასეთ დაპირისპირებაში ვერთვებოდი, მაგრამ ახლა ყველაფერს განსხვავებულად ვუყურებ. მსგავსი მომენტებისათვისაც ასაკოვანი ვარ. თუ ვინმეს ხელს დავარტყამ, ისიც ასე მიპასუხებს. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ სპორტულ დარბაზში ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე მე”, – უთხრა გატუზომ DAZN-ს.
#MilanLazio Full #Fight! So you should fighting for a Start at #ChampionsLeague #FullFight#Milan #Lazio #wloskarobota #SerieA
Włoska walka o puchary. Do końca meczu a nawet i o kilka minut dłużej pic.twitter.com/GBZtlpn0sN— Polski Calciofan (@PolskiCalcioFan) April 13, 2019