“ლივერპულმა” საჩემპიონო თამაშით ლონდონის “ჩელსი” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ “ლივერპულს” ლონდონის “ჩელსი” შეერკინა. საკმაოდ სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრა იურგენ კლოპის “ლივერპულის” გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის დატვირთვიდან გამომდინარე, ორივე გუნდი მოტივირებული გავიდა მოედანზე. ეს “ლივერპულის” ბოლო მატჩი გახლდათ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში და ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ “სკაუზერებს”. “პენსიონერები” კი მესამე ადგილისთვის საბრძოლველად გამოვიდნენ.
მატჩის პირველი ტაიმი მეტწილად ფრთხილი ხასიათის გამოდგა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა არცერთი გუნდი არ რისკავდა. მეორე ტაიმში თამაში შედარებით გაიხსნა, რაც პირველ რიგში “წითლების” აქტიურობის ბრალი გახლავთ. სადიოე მანემ ჰენდერსონის საგოლე გადაცემით შეარხია მეტოქის კარის ბადე 51-ე წუთზე. ორიოდ წუთში კი მოჰამედ სალაჰმა საოცარი გოლი შემოგვთავაზა.
“ჩელსის” მხრიდან რამდენიმე კარგი მომენტი ედენ აზარს შეექმნა, თუმცა ამ უკანასკნელმა გოლის გატანა ვერ შეძლო. შესაბამისად, “ჩელსი” მეოთხე ადგილზე დარჩა, “ლივერპულმა” კი პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ორი ქულით უსწრებს “სიტის”, რომელსაც “ტოტენჰემთან” აქვს სათამაშო.