გოლოვინი: “ტიერი ანრი ხშირად ბრაზდებოდა და სულ გვიყვიროდა”
რუსეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ალექსანდრ გოლოვინმა, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ “მონაკოს” რიგებში ჩაირიცხა, ტიერი ანრის მწვრთნელობა შეაფასა.
შესაძლოა, ტიერი ანრიში ფეხბურთელი ჯერ კიდევ ცხოვრობს. როდესაც რაღაც რიგზე ვერ იყო ვარჯიშისას, ის ადვილად ღიზიანდებოდა და სულ გვიყვიროდა. ალბათ, ეს აუცილებელი არ იყო.
ანრი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო და მის დონეს “მონაკოს” ფეხბურთელებიდან მხოლოდ რადამელ ფალკაო და ცესკ ფაბრეგასი თუ მიუახლოვდებიან.
სხვა მწვრთნელები შეცდომის გამოსწორებას ერთობლივად შეეცდებოდა, ის კი მაშინვე მოედანზე გავარდებოდა ხოლმე და გვანახებდა, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ესა თუ ის მოძრაობა.
დაგვიყვირებდა ხოლმე – “სცადეთ ჩემთვის ბურთის ართმევა”. ფეხბურთელები უმეტესად მშვიდად ხვდებოდნენ ამას, თუმცა ამავდროულად მცირედ შოკშიც იყვნენ.
შეიძლება ითქვას, რომ ანრი ბოლომდე ვერ შეეგუა მწვრთნელის როლს. იყო მომენტები, როდესაც თავს ცუდად გრძნობდა და ჩვენთან არ საუბრობდა. საათების მანძილზე ფიქრობდა ტაქტიკებზე,” – აცხადებს გოლოვინი.