საქართველოს თასი – “სამტრედიამ” “დილა” ათი კაცით დაამარცხა, შენგელიას პოკერი “ეგრისთან”
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური შეხვედრები გაიმართა. მე-2 ლიგელმა “სამტრედიამ” ათი კაცით შეძლო გორის “დილას” დამარცხება. სამტრედიელთა მხრიდან დუბლით გურამ სამუშია გამოირჩა, დუბლი დადო ალვინ ფორტესმა, ხოლო, გადამწყვეტი გოლი ვარლამ კილასონიას ანგარიშზეა. 63-ე წუთზე “სამტრედია” 10 კაცით დარჩა, თუმცა “დილას” დამარცხება მაინც მოახერხა. გორში დიდი კრიზისია და ჯერჯერობით კლუბი ყველაფერს აგებს.
თბილისის “დინამოს” შემტევმა, ლევან შენგელიამ “ეგრისთან” პოკერი შეასრულა. შენგელია გუნდის უპირობო ლიდერია.
“შევარდენი 1906” მატჩის გადარჩენასთან 85-ე წუთზე ივანიაძის გოლით ახლოს იყო, თუმცა 92-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დავით თარგამაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შევარდენი 1906 1-2 სიონი
გოლები: ივანიაძე 85 – მაქაცარია 58, თარგამაძ 90
ლეგიონი 1-2 თბილისი სითი
გოლები: ნიკოლოზ ქარელი 88 – პავლიაშვილი 3, გოგატიშვილი 58
ეგრისი 1-4 დინამო თბ
გოლები: ქობალია 89 – შენგელია 11/66/69/76
სამტრედია 3-2 დილა
გოლები: სამუშია 45/47, კილასონია 79 – ფორტესი 20/50
გარეჯი 2-0 ჭიათურა
გოლები: ბექაური 52, ჯოხაძე 58
იბერია 2010 0-2 მერანი
გოლები: ბიბილაშვილი 43, საღრიშვილი 66
ფოტო: “სიონის” ოფიციალური გვერდი