საქართველოს თასი – “საბურთალო” ბოლო წამზე გადარჩა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის მთავარი შეხვედრა მიხეილ მესხზე გაიმართა. “საბურთალომ” ბათუმის “დინამო” მიიღო და როლოვიჩის ერთადერთი გოლით დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, პირველ ტაიმში “საბურთალოს” ბევრი მომენტი ჰქონდა, მე-2 ნახევარშიც თბილისელები სჯობდნენ, თუმცა ბოლო 20 წუთი სრულიად ბათუმელების იყო. 96-ე წუთზე რამოსის ჩაწოდებულს ადამაძემ შეუცვალა მიმართულება და ბურთი ძელს მოხვდა. “დინამომ” თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და 1/8 ფინალში “საბურთალო” გავიდა.
საბურთალო 1-0 დინამო ბთ
გოლი: როლოვიჩი 39
საბურთალო: მიგინეიშვილი, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხველიანი – დიასამიძე (გვარაძე 92), ტერა, ალთუნაიშვილი, გორგიაშვილი (შინდაგორიძე 77) – როლოვიჩი (მალი 88), დვალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
დინამო ბთ: ალავიძე, მელიავა, გაგოშიძე, ადამაძე, ნავალოვსკი – მანჯგალაძე, რამოსი, მამუჩაშვილი, თევდორაძე (ჭანტურაი 67), ჯანელიძე (გაფრინდაშვილი 46) – ფლამარიონი
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე