“ლივერპულმა” “პორტუ” სტუმრადაც დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პორტუსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი გაიმართა. მერსისაიდულმა გუნდმა შინ მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა, მეტიც – “წითლებმა” პორტუგალიელები “დრაგაოზეც” დამაჯერებლად დაამარცხეს. შეხვედრაში პირველი ბურთი 26-ე წუთზე სადიო მანემ გაიტანა, მეორე ტაიმში კი მოჰამედ სალაჰმაც გამოიჩინა თავი. მალევე ედერ მილიტაომ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა რობერტო ფირმინომ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, მოგვიანებით კი ვირჯილ ვან დეიკმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა და საბოლოოდ, იურგენ კლოპის შეგირდება 4:1, ორი მატჩის ჯამში კი 6:1 იმარჯვეს.
“ლივერპული” ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ “ბარსელონა” ელის. პირველი შეხვედრა 30 აპრილს, “ნოუ კამპზე” ჩატარდება, საპასუხო შეხვედრას კი “ენფილდი” 7 მაისს მიიღებს.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (II მატჩი)
“პორტუ” — “ლივერპული” 1:4 (0:1) (ორი მატჩის ჯამში 1:6)
გოლები: ედერ მილიტაო 69′ — მანე 26′, სალაჰი 65′, ფირმონო 77′, ვან დეიკი 84′.