“ლოკომოტივის” 19-წლამდელთა გუნდი “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება
საქართველოს 19-წლამდე ლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის “ლოკომოტივი” ხმელთაშუაზღვის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. სულიკო დავითაშვილის გუნდმა ჯგუფში 3 შეხვედრიდან 2 მოიგო და ტურნირის ფინალურ რაუნდში გავიდა. ლოკომ ტურნირის პირველ დღეს ესპანური ბანიოლესი 5:0 გაანადგურა. მეორე დღეს ორი შეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდა ლოკომოტიველებმა. სამწუხაროდ, პირველ მატჩი “ბ1 აკადემიის” წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით 3:2 დათმეს. ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში კი ბრიტანული “ელიტ აკადემია” დამაჯერებლად 2:0 დაამარცხეს.
ლოკომოტივის მომდევნო მეტოქე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი მადრიდის “ატლეტიკო” იქნება. შეხვედრა 19 აპრილს თბილისის დროით 20:00-ზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ლოკომოტივის აკადემიის ფეისბუქ გვერდი შემოგთავაზებთ.
“ლოკომოტივის” ოფიციალური ვებ-გვერდი