“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემს” სძლია და “ლივერპულს” გადაასწრო (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე შემდგარე ბრწყინვალე დუელის შემდეგ, “მანჩესტერ სიტი” და “ტოტენჰემი” ერთმანეთს ამჯერად პრემიერ ლიგაში შეერკინნენ. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით გაბრაზებულმა “მანჩესტერ სიტიმ” მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტია და მეხუთე წუთისთვის გოლიც გაიტანა – თავი აგუეროს საგოლე გადაცემით ფოდენმა გამოიჩინა.
ნეიტრალურ გულშემატკივრებს, ისევე როგორც “ტოტენჰემს” არ გაუმართლა და მატჩში მეტი გოლი არ გასულა. “ქალაქელებმა” უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოგება უსახური ფეხბურთით შეძლეს.
ასე რომ, ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე პეპ გვარდიოლას გუნდმა უძლიერესი მეტოქე უკვე დაამარცხა. დიდი გუნდებიდან “მანჩესტერ სიტი” მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” უნდა დაუპირისპირდეს გასვლაზე. ასე რომ, ყველაფერი “სიტი” მხოლოდ თავის თავზე გახლავთ დამოკიდებული “ლივერპულისგან” განსხვავებით.