ვის მოისაზრებენ ბუკმეკერები ევროპა ლიგის მოგების ფავორიტად?
ამ კვირას საფეხბურთო სამყაროს მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მატჩებისკენ იყო მიმართული, თუმცა არც ევროპა ლიგის მეოთხედფინალებს აკლდა ადრენალინი – ფანებმა “აინტრახტის” ბრწყინვალე ქამბექი იხილეს “ბენფიკასთან” მატჩში, უხვგოლიანი თრილერი “სტემფორდ ბრიჯზე” და კარლო ანჩელოტის დამაჯერებელი გავარდნა “არსენალთან”.
ვინ ითვლება ევროპა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბუკმეკერებს მივმართეთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ზუსტად და ობიექტურად აფასებენ სიტუაციას.
ლონდონის “ჩელსი”
“პენსიონერები” საშინაო ჩემპიონატში არც თუ ისე კარგ სეზონს ატარებენ და ამ დროისთვის ოთხეულის მიღმაც არიან. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ოთხი კლუბი ებრძვის ერთმანეთს – “ჩელსი”, “არსენალი” და “ტოტენჰემი”. “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” კი მომავალ სეზონში ამ დიდებულ ტურნირზე ასპარეზობა განაღდებული აქვთ.
ასე რომ, ლონდონელებისთვის ევროპა ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის პრობლემაც გადაჭრილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო სარის ევროტურნირების ამ ეტაპზე თამაშის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, ბუკმეკერები მის გუნდს ჩემპიონების მთავარ ფავორიტად მიიჩნევენ და კოეფიციენტიც შესაბამისი აქვთ – 2.40.
Through to the last four, where we will play German side Eintracht Frankfurt! 👊
Bring it on! pic.twitter.com/WLB8v8KJQx
— Chelsea FC (@ChelseaFC) April 18, 2019
ლონდონის “არსენალი”
შეიძლება, ბევრი თვლიდა, რომ “ნაპოლისთან” “არსენალს” შანსი არ ჰქონდა, თუმცა “მეთოფეების” დამაჯერებელმა პერფრომანსმა საერთო ჯამში გამანადგურებელი სხვაობა მოგვცა – 0:3.
მეოთხედფინალური ეტაპის მშრალად დასრულების შემდეგ, ბუკმეკერები თვლიან, რომ უნაი ემერის გუნდს “ვალენსიას” ბარიერის გასვლისა და ლიგის მოგების რეალური შანსი გააჩნიათ – 3.30.
“ვალენსია”
ესპანელი ფეხბურთის ქომაგები იმედოვნებენ, რომ “ღამურები” “ნეაპოლელების” მიერ დაშვებულ შეცდომებს აღარ გაიმეორებენ და თუნდაც ლონდონში დამარცხდნენ, საშინაო არენაზე ყველაფრის მოგვარებას შეძლებენ.
მარსელინიომ ბრწყინვალედ იცის “ვალენსიას” თამაშს სტილი. ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან ჩერიშევი, გედეში და როდრიგოც. ასე რომ, “ვალენსია” საუკეთესო აუტსაიდერია, რომელზე “დადებაც” ღირს – 4.55.
🏟️ Cuatro aspirantes al trono…
Solo puede quedar UNO 🦇#GameofThrones @EuropaLeague pic.twitter.com/zB3Xly0IZb
— Valencia CF 🦇💯 (@valenciacf) April 19, 2019
“აინტრახტი”
თუ რომანტიზმისა და შემტევი ფეხბურთის მოტრფიალე ხართ და ამავდროულად “ჩელსის” არ გულშემატკივრობთ, მაშინ ძალიან უნდა გინდოდეთ გერმანული “აინტრახტის”, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდი ლუკა იოვიჩი თამაშობს, ფინალში გასვლა.
მართალია უმოწყალო ბუკმეკერები ყველაზე ნაკლებად ელიან, რომ “აინტრახტი” ჩემპიონი გახდება, თუმცა გერმანიაში თვლიან, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ფანების მხარდაჭერის ფონზე ყველაფერი შესაძლებელია – 7.40.