ბენზემამ ჩემპიონატში გატანილი გოლებით რონალდუს გადაასწრო
კვირას, 21 მაისს, მადრიდის “რეალმა” შინ ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო და კარიმ ბენზემას ჰეთ-ტრიკის წყალობით კიდევ სამი ქულა ჩაიწერა საკუთარ აქტივში. ამ გამარჯვებით მადრიდელებმა კიდევ უფრო გაიმყარეს თავიანთი პოზიციები მესამე ადგილზე.
როგორც ჩანს, ზიდანის კლუბში დაბრუნება ყველაზე მეტად მის თანამემამულე კარიმ ბენზემას წაადგა, რომელსაც ლა ლიგის კლუბებს შორის ყველაზე მეტი გოლი სწორედ “ატლეტიკისთვის” აქვს გატანილი – 11.
აღსანისნავია, რომ ამ ჰეთ-ტრიკით ფრანგმა თავდამსხმელმა გუნდის ყოფილ ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს, გადაასწრო, რომელიც ამჟამად ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას იცავს. კარიმის ანგარიშზე 21 გოლია, ხოლო რონალდუს სერია A-ში მეტოქის კარი 19-ჯერ აქვს დალაშქრული.