რას ამბობდა “კარდიფის” კაპიტანი “ლივერპულთან” მატჩამდე და რა გააკეთა მან შეხვედრაში? (ვიდეო)
21 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში “ლივერპულმა” სტუმრად “კარდიფ სიტი” 2:0 დაამარცხა.
შეიძლება, ითქვას, “კარდიფის” კაპიტანმა, შონ მორისონმა ძალიან ცუდი თამაში ჩაატარა. მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა 64-ე წუთზე ძალიან რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ამ ეპიზოდში მას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. მოგვიანებით, 28 წლის ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში მოჰამედ სალაჰი წააქცია, არბიტრმა კი პენალტი დანიშნა.
Sean Morrison with the miss of the season. A moment of true pain for every none Liverpool supporting football fan in the country #CARLIV pic.twitter.com/rryq8qKlU4
— Gully Burrows (@gully_burrows) April 21, 2019
მატჩის დასრულების შემდეგ, მორისონს რამდენიმე თვის წინ “ლივერპულის” შესახებ გაკეთებული კომენტარი გაუხსენეს. მაშინ ის ამბობდა, რომ პრემიერ ლიგაში მხარს ლივერპულელებს უჭერდა.
“ვისურვებდი, პრემიერ ლიგა “ლივერპულმა” მოიგოს. ამ კლუბისათვის და მთლიანად ქალაქისათვის ამ ტიტულის მოგება ფანტასტიკური რამ იქნება”, – თქვა მორისონმა.
1. Missed a sitter
2. Gave away a penalty to Liverpool.
Sean Morrison, My Hero My Mate. 😍 pic.twitter.com/XD7gM4Dj6L
— Utkarsh Joshi (@UtkarshJos) April 21, 2019