ხელბუთი. საქართველოს ჩემპიონატი: მეოთხე საგზური აჭარამ მოიპოვა
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალის
ბოლო საგზური მოიპოვა აჭარამ, რომელმაც 22-12 დაამარცხა ყვარელი. 12 მაისს,
ნახევარფინალში ითამაშებენ პეგასი – აჭარა, BSB ბათუმი – სამტრედია.
მეორე ეტაპის ბოლო დღეს ფოთმა 21-14 დაამარცხა ქარიშხალა და A ჯგუფში
მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფში პირველობისთვის აღმოსავლეთის ლიგის
ჩემპიონმა, პეგასმა 22-15 მოუგო საქართველოს შარშანდელ ჩემპიონს სამტრედიას
და ნახევარფინალში დასავლეთის ლიგის გამარჯვებულს აჭარას შეხვდება.
აჭარამ მეორე ადგილი დაიკავა B ჯგუფში და გადამწყვეტ თამაშში იოლად მოუგო
ყვარელს, 22-12. შედეგად, მეორე ნახევარფინალი დასავლეთის ლიგის მეორე და
მესამე პრიზიორმა დააკომპლექტეს – სამტრედიამ და ბათუმის „შავი ზღვის
ბიჭებმა“, რომელმაც ბოლო დღეს 35-23 მოუგო რუსთავს და ქულათა მაქსიმუმით B
ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ჩემპიონატში უფროსი ასაკის, 17-წლამდელ ჭაბუკებს შორის 15
გუნდი მონაწილეობდა. ჯერ გამოვლინდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგების
ჩემპიონები და 5-5 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც ბრძოლა უშუალოდ საქართველოს
ჩემპიონობისთვის განაგრძეს. ფინალური ოთხეულის ტურნირი 11-12 მაისს
გაიმართება თბილისში, ხოლო 1-5 ივლისს საქართველოს ამ ასაკის ნაკრებს
ევროპის ჩემპიონატი აქვს გეტებორგში, შვედეთი.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 17 წ
მეორე ეტაპი. 21 აპრილი, თბილისი
2-2 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში
A ჯგუფი
ქარიშხალა – ფოთი 14-21
პეგასი – სამტრედია 22-15
——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ
პეგასი———–4—4—0—0–110-56–8
სამტრედია—–4—3—0—1—74-52—6
ფოთი———–4—2—0—2—86-87—4
ქარიშხალა—–4—1—0—3—69-92—2
ქარელი———4—0—0—4–52-104—0
B ჯგუფი
ბათუმი – რუსთავი 35-23
აჭარა – ყვარელი 22-12
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, გ. გველესიანი,
თ. ბჟალავა, ი. ჭკუასელი, ზ. აბრამიშვილი, ი. გოგოლაძე
——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ
ბათუმი———4—4—0—0—99-75—8
აჭარა————4—3—0—1—85-62—6
ყვარელი——–4—2—0—2—70-71—4
ქუთაისი——–4—1—0—3—74-82—2
რუსთავი——–4—0—0—4–68-106–0
11 მაისი, ნახევარფინალი
პეგასი – აჭარა
BSB ბათუმი – სამტრედია
12 მაისი, ფინალი