პარაგვაულმა კლუბმა ფეხბურთელს ცუდად შესრულებული პენალტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა (ვიდეო)
17 აპრილს, კოპა სუდამერიკანაზე პარაგვაული “ინდეპენდიენტე” სტუმრად კოლუმბიურ “ლა ეკიდადს” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
“ინდეპენდეტის” მხრიდან თერთმეტმეტრიანი დარტყმა სამმა ფეხბურთელმა ვერ გამოიყენა, მაგრამ გამოსარჩევია ბრენდიქს პარას დარტყმა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა. პარამ პენალტის შესრულება პანენკას სტილში სცადა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, “ინდეპენდეტის” ხელმძღვანელობამ პარა, პენალტის გამო, უპასუხისმგებლოდ მოქცევაში დაადანაშაულა და მას კონტრაქტი გაუწყვიტა.
“დირექტორთა საბჭომ ბრენდიქს პარასთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მომდევნო ეტაპზე რომ გავსულიყავით, გუნდის თითოეული მოთამაშე მეტ ფულს გამოიმუშავებდა”, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ერიბერტო გამარამ.
Independiente de Campo Grande player Brendix Parra has been sacked after THIS failed Panenka! 😱
"The board of directors decided to dismiss him for the way he kicked the penalty," president Eriberto Gamarra told ABC Cardinal. 😳pic.twitter.com/sYD6RnZTfy
— Goal (@goal) April 23, 2019