უგულავა და ისიანის ბენეფისი – “სიონმა” “ტორპედო” დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მე-2 დღის პირველ შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” ქუთაისის “ტორპედო” 2-1 უგულავას დუბლით დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ “ტორპედო” დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტი მომენტიც შექმნა, მეკარე ლევან ისიანმა კარიერაში, ალბათ, საუკეთესო თამაში ჩაატარა და გუნდი უამრავჯერ გადაარჩინა. განსაკუთრებით, დამატებით წუთებში, როდესაც ქავთარაძეს 3 მეტრიდან ფეხით აუღო.
ეროვნულ ლიგას 8 გოლით ჯაბა უგულავა ლიდერობს, რომელმაც 2-დან 2-ვე შანსი გამოიყენა.
“სიონი” 14 ქულით მე-6 ადგილზე გადავიდა, “ტორპედო” 17 ქულით მე-3-ზე დარჩა.
სიონი 2-1 ტორპედო
გოლები: უგულავა 31/65 – ზივზივაძე 29
სიონი: ისიანი – ჩაჩუა, უგრეხელიძე, აფაქიძე (თომაშვილი 73), სუხიაშვილი – კირკიტაძე, თარხნიშვილი, ქიქავა, სიხარულია (თარგამაძე 63), ისიანი – უგულავა (მანაგაძე 71)
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ტორპედო: კვასხვაძე – გეგეჭკორი, აზაცკი, ხურცილავა, სტიეპოვიჩი – ცინცაძე (წიქარიძე 68), გიგაური, ქავთარაძე, დოლიძე (ტაბატაძე 71)- კაპანაძე (ჭიჭინაძე 80), ზივზივაძე
მთავარი მწვთნელი: კახა ჩხეტიანი