პაკო ხემესი: “რეალი” ცხოვრებაში პირველად დავამარცხე – ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე”
ლა ლიგა სანტანდერის 35-ე ტურში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებისთვის განწირულმა “რაიო ვალენკანომ” საშინაო კედლებში “რეალის” დამარცხება შეძლო (1:0). ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე მასპინძელთა თავკაცმა პრესასთან ისაუბრა.
“ბრწყინვალე შეხვედრა გავმართეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემთ. არა მგონია, ის ფაქტი, რომ “რეალი” ახლა არაფრისთვის იბრძვის, ჩვენს დამსახურებას მცირედითაც აკნინებდეს.
ჩემი ფეხბურთელები ერთმანეთს ულოცავდნენ ამ გამარარჯვებას. თუმცა ჩახუტებები საკმარისია, ხვალიდან ახალ დღეზე უნდა ვიფიქროთ. დაცვაში კარგი თამაში ვაჩვენეთ და კარის მშრალად შენახვაც შევძელით.
ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს გადავაჭარბეთ. გააზრებული გვქონდა, რომ დღეს დამარცხებით ყველაფერი დასრულდებოდა. “რეალი” ცხოვრებაში პირველად დავამარცხე – ახლა კი შემიძლია მშვიდად მოვკვდე,” – აცხადებს ხემესი.