ინგლისელმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩისაგან ბოდიში არ მიიღო (ვიდეო)
29 აპრილს, ამერიკის MLS-ში, “ლოს ანჯელეს გალაქსი” საკუთარ მოედანზე “რეალ სოლთ ლეიქსს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში გამარჯვების გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
შვედ თავდამსხმელს მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა გუნდის მცველ ნედუმ ონუოჰასთან შელაპარაკება რამდენჯერმე მოუვიდა. გოლის გატანის შემდეგ ზლატანმა მის თვალწინ იზეიმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი “რეალ სოლთ ლეიქის” გასახდელში შევიდა, რათა ონუოჰასთვის ბოდიში მოეხადა, თუმცა მან ზლატანისაგან ბოდიში არ მიიღო.
“ის გასახდელში ბოდიშის მოსახდელად შემოვიდა. მან მითხრა, რომ ამის გამო ტკივილს მომაყენებდა. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს MLS-ის სახეს უწოდებს. საერთოდ არ მაღელვებს. მისი ბოდიშის მიღებას არ ვაპირებ. ეს მიუღებელია”, – განაცხადა ონუოჰამ.
Zlatan Ibrahimovic went into the locker room apparently to apologize to Nedum Onuoha for fouling and taunting him during the game. Nedum wanted no part of his apology. #mls #RSL #rsltid pic.twitter.com/F2zcmPTbC2
— Jeremiah Jensen (@JJSportsBeat) April 29, 2019