WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (394263) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

“ბარსელონამ” “ლივერპული” სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: მაისი 2, 2019

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “ლივერპულს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

თამაში კარგ ტემპში წარიმართა. მერსისაიდელები მასპინძლებს არაფერში ჩამოუვარდნენ და მეტოქის ნახევარზე არც აქტიურ პრესინგს ერიდებოდნენ, თუმცა კატალონიელები მაინც დაწინაურდნენ. 26-ე წუთზე დავიდ ალაბას პასით ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში გატანილი ბურთის აღნიშვნა არ ითაკილა. ამის შემდეგ “ბარსელონამ” შედარებით უკან დაიხია, თუმცა მერსისაიდელებს ამით არ უსარგებლიათ. მიუხედავად ანგარიშში სხვაობისა, ტაიმი მეტწილად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “ლივერპულმა” მნიშვნელოვანი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და წონასწორობის აღსადგენად გაიბრძოლა, “ბარსელონა” კი უმეტესად თავდაცვით იყო დაკავებული. თუმცა, 75-ე წუთზე საკმაოდ ალოგიკური გოლი გავიდა: მეტოქის საჯარიმოში სერხი რობერტო აღმოჩნდა, რომელმაც სუარესი მოძებნა, ურუგვაელმა მუხლით დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი მარტოდმარტო დარჩენილმა ლიონელ მესიმ სამი მეტრის მანძილიდან დაუცველ კარში გაიტანა. მალევე არგენტინელმა ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმით “ლივერპულის” კარის ბადე მესამედ შეარხია და “ბლაუგრანას” სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მესისთვის ეს “ბარსას” რიგებში გატანილი მე-600 გოლი გახლავთ. საპასუხო შეტევის დროს მერსისაიდელებს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, თუმცა მოჰამედ სალაჰმა ახლო მანძილიდან დარტყმული ძელს გაარტყა. საბოლოო ჯამში, “ბარსელონამ” ანგარიშით 3:0 იმარჯვა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა ყველაფერი მაინც ლივერპულში გაირკვევა.

წყვილის განმეორებითი შეხვედრა “ენფილდზე”, 7 მაისს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (I მატჩი)
“ბარსელონა” — “ლივერპული” 3:0 (1:0)
გოლები: სუარესი 26′, მესი 75′, 82′.



მსგავსი სიახლეები