იურგენ კლოპის პირველი კომენტარი “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ
მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, “კამპ ნოუზე” განცდილი მარცხის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონასთან” 3-0 დამარცხდა.
“ფეხბურთი ასეთი რამ არის, მთავარია ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს. ფაქტი სახეზეა – მათ სამი გოლის გატანა შეძლეს, ჩვენ კი ვერცერთი ვერ გავიტანეთ. ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ.
“ბარსელონასთვის” რამდენიმე შანსიც კი საკმარისია გარდატეხის შესატანად. პერფრომანსით კმაყოფილი ვარ, თუმცა არა შედეგით. ასეთია ფეხბურთი, რთულია, მაგრამ უნდა მივიღოთ ეს შედეგი.ისღა დაგვრჩენია, ძალების აღდგენაზე ვიფიქროთ და ამ მარცხიდან ვისწავლოთ.
3-0 ყველაზე კარგი ვარიანტი ნამდვილად არაა, მაგრამ წინ ერთი მატჩი გვაქვს და გულშემატკივრები ჩვენ ზურგს გაგვიმაგრებენ,” – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს “ბიბისი”.