მოურინიო: “მინდა კლუბი, რომელიც საშუალებას მომცემს ის გავაკეთო, რაც პეპმა და კლოპმა”
ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ, BeIn Sport-ის ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ისეთ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება, რომელიც მას წარმატებების მიღწევის საშუალებას მისცემს.
“მინდა ისეთ კლუბში წავიდე, რომელიც საშუალებას მომცემს ის გავაკეთო, რაც პეპმა და იურგენმა შეძლეს,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო, რომელსაც “პარი სენ-ჟერმენში” უწინასწარმეტყველებენ გადაბარგებას.
“ლივერპულის” მაგალითი რომ ავიღოთ, ძირითადი შემადგენლობიდან რამდენია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც იურგენი მოსვლამდე იყო გუნდში? ძალიან ცოტა.
და როდესაც პეპი უკმაყოფილო იყო ცენტრალური მცველებით (2016-17 წლების სეზონში) უბრალოდ ადგა და მომდევნო ზაფხულს ოთხი მცველი იყიდა თავისი სურვილისამებრ. კლაუდიო ბრავო მოიყვანა გუნდში და მალევე შეცვალა ედერსონით.
სამ წელზე მეტია, რაც იურგენი “ლივერპულშია” და არფერი მოუგია, თუმცა ხელმძღვანელობის ნდობას არ კარგავს. მას კვლავ აქვს იმის საშუალება, რომ წინსვლა განაგრძოს.
მომდევნო კლუბთან მოლაპარაკებებს მანამ არ წამოვიწყებ, სანამ გარკვევით არ მეტყვიან რა სურს კლუბს და რის გაკეთებას აპირებენ მიზნების მისაღწევად,” – ვციტირებთ პორტუგალიელის სტიყვებს.