ეროვნული ლიგა – “რუსთავის” სასწაულებრივი ქამბექი და პირველი გამარჯვება
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში რუსთავის “რუსთავმა” პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ვიტ ჯორჯია” 2-0 ამარცხებდა “რუსთავს” და წვიმიან ვაკეში 76-ე წუთზე შეროზიას შეცდომით, ყიფიანმა ჯერ ანგარიში შეამცირა, 83-ე წუთზე კი რუსთაველთა კაპიტანმა ლუკა სილაგაძემ გაათანაბრა. “ვიტ ჯორჯიას” მთელი თამაშის განმავლობაში უამრავი შანსი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 2 მომენტის გამოყენება შეძლო და ამის გამო დაისაჯა კიდეც. 91-ე წუთზე გისტაროვმა ყიფიანის გაცუდებულ პენალტზე დაამატა და “რუსთავს” პირველი 3 ქულა მოუტანა.
ვარლამ კილასონიას დაბრუნების შემდეგ “რუსთავში” ბევრი რამ არ შეცვლილა, მაგრამ გუნდს კილასონიას დაბრუნებამ მეტი იღბალი მოუტანა, რაც ასე აკლდა. კლუბს 6 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა, მაგრამ მე-7 პოზიციასთან ახლა უკვე 5 ქულა აშორებს.
ვიტ ჯორჯია 2-3 რუსთავი
გოლები: კაკაშვილი 2, გეთიაშვილი 28 – ყიფიანი 76, სილაგაძე 83, გისტაროვი 90+1
ვიტ ჯორჯია: შეროზია – სეხნიაშვილი, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, გაფრინდაშვილი – ვასაძე, კაკაშვილი (მუსელიანი 61), გაფრინდაშვილი – ღუდუშაური (მუზაშვილი 81), ღირდალაძე (ჩიტიშვილი 67), ლაცაბიძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე
რუსთავი: მამარდაშვილი – ტაკულოვი (იმნაძე 46), ჭიჭაღუა (გადრანი 46), გუჯაბიძე, კაპანაძე – ქოჩლაძე, გისტაროვი, ციცქიშვილი, ფონიავა, სილაგაძე – ჩოგაძე (ყიფიანი 57)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია