“არ ვივიწყებ, საიდან ვარ და სად გავიზარდე” – რატომ გამოვიდა დვალიშვილი ოქტაგონზე ორი დროშით
ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეოთხე შეხვედრა გამართა. 28 წლის სპორტსმენი კანადაში კანადელ ბრედ კატონას დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე წაგება არ ჰქონდა. დვალიშვილმა მეტოქეს სამივე რაუნდში აჯობა და მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებაც მას დარჩა.
ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, მერაბმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან საქართველოს შესახებაც ისაუბრა.
“მინდა, რომ UFC-ში დავრჩე და საუკეთესო მებრძოლებს ვეჩხუბო, ამაზე კარგი არაფერია. ეს ჩემი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა. მე საქართველოდან, პატარა, ლამაზი ქვეყნიდან ვარ. ახლა საქართველოში ჩემით ბევრი ადამიანი ამაყობს”, – განაცხადა დვალიშვილმა.
ქართველი სპორტსმენი ოქტაგონზე საქართველოსა და აშშ-ის დროშებით იყო გამოსული. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას შეკითხვა ამაზეც დაუსვა.
“როცა ამერიკაში ჩამოვედი, 21 წლის ვიყავი. ინგლისური არ ვიცოდი და ცხოვრებისეული გამოცდილება არ მქონდა. საქართველოში ძიუდოსა და სამბოში ვვარჯიშობდი. აქ ჩამოსვლისას რაც ვიცოდი, მხოლოდ ბრძოლა იყო. აშშ-ში გავიზარდე, ყველაფერი ვისწავლე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ინგლისური ვისწავლე. ამერიკამ ყველაფერი მომცა. ამერიკა კარგი ქვეყანაა კარგი ხალხით. ორი დროშით იმიტომ გამოვედი, რომ შეხვედრა კანადაში ჩატარდა. ყოველთვის ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის ჩემი ქვეყანაა, მე იქ დავიბადე, საქართველო მიყვარს. აქ აშშ-ს წარმომადგენელიც ვიყავი. მე არასოდეს ვივიწყებ, საიდან ვარ და სად გავიზარდე”, – დაასრულა დვალიშვილმა.
🗣 MERAAAAAAAAB#UFCOttawa @MerabDvalishvil pic.twitter.com/0LA9o2sWF9
— UFC (@ufc) May 5, 2019