ფიზიკური დაპირისპირება “პორტუს” ფეხბურთელსა და ფანს შორის (ვიდეო)
4 აპრილს, პორტუგალიის ჩემპიონატის 32-ე ტურში “პორტუმ” საკუთარ მოედანზე “ავეში” მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანი ჩვეულებრივად დატოვეს, თუმცა მათ უკან დაბრუნება მოუწიათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფან-კლუბის ლიდერებს მათთან საუბარი სურდათ.
მოთამაშეებსა და ფანებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ხოლო “პორტუს” 22 წლის ნახევარმცველმა, მამადუ ნდიაიემ ერთ-ერთ ფანს ხელიც დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, სენეგალელ ფეხბურთელს რასისტული სახის შეურაცხყოფა მიაყენეს.
შეგახსენებთ, რომ “პორტუ” პორტუგალიის პრიმეირა ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ბენფიკას” ორი ქულით ჩამორჩება.
Loum não se conteve e pegou-se com os adeptos do Porto 👀
(via IG/asafekerven) pic.twitter.com/nQf2Vj49v3
— B24 (@B24PT) May 5, 2019