აბდილ მეჯუბსა და ხოსე პერალესს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვთ
თბილისის “დინამო” ესპანური დესანტის გადმოსხმის შემდეგ ეროვნულ ლიგაში მე-3 ადგილზეა და ლიდერ “საბურთალოს” 4 ქულით ჩამორჩება.
სერხიო ნოჩეს, ფრან კარბიას და ანტონიო როხანოს ტრანსფერები ნაკლებად წარმატებული გამოდგა, თუმცა აბდილ მეჯუბი, ვიქტორ მონხილი და ხოსე პერალესი გუნდის შეუცვლელ წევრებად იქცნენ.
პერალესმა კარი მშრალად 4 შეხვედრაში შეინახა, მეჯუბი პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მონხილი კი ბოლო დროს ძალიან დამაჯერებლად დგას.
გასაკვირი არც არის, რომ პერალესის სატრანსფერო ღირებულება 100 ათასი ევროთი გაიზარდა (250 ათასი), მეჯუბი კი გერმანულ Tranfermarkt-ზე 300 ათასი ევრო ღირს. ორივე კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს
საინტერესოა, რომ 17 წლის ირაკლი აზაროვის ფასი 300 ათასი ევროთი განისაზღვრა, გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კი ლევან შენგელია – 500 000 ევრო.