17-წლამდელები შვეიცარიისთვის ემზადებიან
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მორიგი შეკრება დაიწყო. გიორგი ჩიტაურის გუნდი შვეიცარიასთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ორივე შეხვედრა სტუმრად, 14 და 16 მაისს გაიმართება.
ჩვენი გუნდი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბა, მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), დავით ასათიანი (ტორპედო);
მცველები: შალვა ვიბლიანი (სფფ აკადემია), გიორგი ჩხეტიანი (დინამო თბ), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), სანდრო ტატიშვილი (ლოკომოტივი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბ), ნიკა უგრეხელიძე (დინამო თბ), გიორგი ქავთარაძე (დინამო თბ), დავით გოგოტიშვილი (დინამო თბ), ბაქარ აბჟანდაძე (სფფ აკადემია), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო);
ნახევარმცველები: ილჩინ მეხტიევი (სფფ აკადემია), გიზო მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (სფფ აკადემია), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ზურაბ ზოსიაშვილი (სფფ აკადემია), ზაურ სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო), დავით შიოლაშვილი (დინამო თბ), საბა გეგიაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ჯადული იობაშვილი (დინამო თბ).
სფფ-ის პრესსამსახური