ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები (სტატისტიკა)
ეროვნულ ლიგაში 11 ტური გავიდა და ჩემპიონატს 24 ქულით მოქმედი ჩემპიონი, თბილისის “საბურთალო” ლიდერობს. მე-2 ადგილზე “დინამო ბათუმია” 22 ქულით, მე-3 და მე-4 პოზიციებზე კი თბილისის “დინამო” და ქუთაისის “ტორპედო” არიან.
ეროვნულ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ყველასთვის მოულოდნელად ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელი, ჯაბა უგულავაა, რომელიც კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და 8 გოლი შეაგდო. მე-2 ლევან კუტალიაა 7 გოლით, 6-6 გოლი აქვთ “ერთუბნელებს”, ოგნიენ როლოვიჩსა და ლაშა შინდაგორიძეს.
ყველაზე მეტი საგოლე პასი დინამოელ ლევან შენგელიასა, ბოლნისელ დათო კირკიტაძეს აქვთ და საბურთალოელ გეგა დიასამიძეს აქვთ – 4.
5-ჯერ შეინახა პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელმა, მიხეილ ალავიძემ კარი მშრალად. 4-ჯერ არ გაუშვია ბურთი ერთბაშად 5 მეკარეს.
ეროვნულ ლიგა 2-ს 4 მოთამაშე – ირაკლი რუხაძე (თელავი), გიორგი ნიქაბაძე (მერანი), დათა სიჭინავა (ცხინვალი) და რაფელ ჩუკურა (მერანი) ბომბარდირობენ. საინტერესოა, რომ პირველ წრეში ჩუკურა გამოარჩიეს, რომელიც პოზიციით მარცხენა მცველია.
3 ასისტით “შევარდენის” 2 ლეგიონერი – ოლექსანდრ ერმაჩენკო და ოლექსი მაიდანევიჩი არიან სათავეში. 3 აქვთ, ასევე, დათა სიჭინავასა და გიორგი ჩელებაძეს (შუქურა).
მიუხედავად იმისა, რომ “გაგრა” მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მე-7 პოზიციაზეა, ბექა ქურდაძემ 5-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. მას გიორგი ნადირაძე (ცხინვალი) და გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი) მოსდევენ.