მაურისიო პოჩეტინოს პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” ბრწყინვალე ქამბექი შემოგვთავაზე ამსტერდამის “აიაქსთან”. მატჩის შემდეგ მაურისიო პოჩეტინომ პრესასთან საუბრისას ემოციები ვერ დამალა.
“ჯერ კიდევ მიჭირს საუბარი, გასაოცარი რამ მოხდა. ჩემი ფეხბურთელები ნამდვილი გმირები არიან, მადლობა ყველას. გასულ წელსაც ვამბობდი, რომ ეს ბიჭები გმირები არიან. მადლობა ფეხბურთს ამ ყველაფრისთვის, მის გარეშე ასეთ რამეს ვერ განიცდი. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა. გრძნობების სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს.
მატჩის წინ ვამბობდით, რომ როდესაც გუნდისთვის შრომა სიამოვნებას განიჭებს, ეს დიდი ნიჭია. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, თუ როგორ გვიყვარს სპორტის ეს სახეობა. დღევანდელი დღე უბრალოდ გასაოცარია, ამ ფეხბურთით დიდი სიამოვნება მივიღე.
ამ დონეზე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. მადლობელი ვარ, ამ საქმეში რომ ვარ ჩართული. ფეხბურთში ყოფნა დიდებული რამ არის.
ყველანი გმირები არიან, მაგრამ ლუკას მოურა სუპერგმირია. მინდა ჩემი ოჯახი გავიხსენო … ეს ბრწყინვალე ჯილდოა მათთვისაც[ცრემლები მოსდის],” – აცხადებს პოჩეტინო.