ეროვნული ლიგა 2 – “შევარდენმა” “ცხინვალი” გაანადგურა
ეროვნული ლიგა 2-ის მე-10 ტურის პირველ შეხვედრაში “ცხინვალმა” “შევარდენი 1906” მიიღო და მოულოდნელად 0-3 განადგურდა. “შევარდენმა” მეტოქე თითქის ყველა ასპექტში დაჯაბნა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. გოლები ჩუმაკის, ივანიაძესა და ოდიკაძის ანგარიშებზეა. “იუნკერებმა” ზედიზედ მე-3 მატჩში იმარჯვეს, “ცხინვალსა” და “თელავს” გადაასწრეს და მე-2 პოზიციაზე არიან. ხვალ 4 თამაში ჩატარდება.
ცხინვალი 0-3 შევარდენი
გოლები: ჩუმაკი 17 (პენალტი), ივანიაძე 75, ოდიკაძე 78
ცხინვალი: ნადირაძე – მინდორაშვილი, ქაფიანიძე (გ.ქურდაძე 55), ქურდაძე, სამხარაძე – ნიკოლიჩი – სამუშია (გოგიაშვილი 78), სიჭინავა (ბუხაიძე 73), ვარძელაშვილი, კახაბრიშვილი – ჩოლაკუ
მთავარი მწვრთნელი: ხავიერ მუნიოს სანჩესი
შევარდენი: ჩოჩიშვილი – პატარკაციშვილი, ლომაშვილი, მაიდანევიჩი – ივანიაძე, ვარშანიძე, ნემსაძე, ოდიკაძე – ჩუმაკი (ერმაჩენკო 70) – ბაბუნაძე (ჯიშკარიანი 61), ბატალსკი (სკეპსკი 46)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე