“ჩელსი” ფინალშია! გადამწყვეტი გასროლა ედენ აზარმა განახორციელა (ვიდეო)
9 მაისს “სტემფორდ ბრიჯმა” ლონდონის “ჩელსისა” და ფრანკფურტის “აინტრახტს” შორის გამართულ ევროპა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და ფინალისტის ვინაობა პენალტების სერიამ გაარკვია.
მატჩი “პენსიონერთა” უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში შეხვედრის 28-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ლოფტუს-ჩიკმა ედენ აზარს შრომა დაუფასა და ტრაპის კარის ბადეც შეარხია. გერმანელთა მხრიდან კი თავი “აინტრახტის” ლიდერმა ლუკა იოვიჩმა გამოიჩინა შეხვედრის 49-ე წუთზე – 1:1.
დამატებით ტაიმში საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით სეზარ ასპილიკუეტას მიერ წესების დარღვევით გატანილ გოლს, რომელიც მალევე გააუქმა მატჩის მთავარმა არბიტრმა.
პენალტების სერიაში კი უფრო ზუსტი ლონდონური კლუბი გამოდგა. ლონდონელთა მხრიდან პენალტი მხოლოდ კაპიტანმა, სეზარ ასპილიკუეტამ გააფუჭა, ფრანკფურტელების რიგებში კი პინტერეგერმა და პასიენსიამ ვერ შეძლეს არისაბალაგას კარის აღება.