ფინალზე დასასწრები რამდენი ბილეთი გამოუყვეს “არსენალისა” და “ჩელსის” ფანებს ბაქოში?
სანდო წყროებიდან ვგებულობთ, რომ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ “არსენალისა” და “ჩელსის” ფანებს ევროპა ლიგის ფინალზე დასასწრებად დაახლოებით 12 000 ბილეთი გამოუყვეს.
როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეთა” ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მათ ფანებს 68 700 ადგილიდან მხოლოდ 6 000 გამოუყვეს. “ჩელსის” ფანებს კიდევ უფრო ცოტა ბილეთი შეხვდათ – 5 801.
შედარებისთვის გეტყვით, რომ დაახლოებით 68 000 გულშემატკივარს იტევს “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონი და როგორც “ლივერპულის”, ასევე “ტოტენჰემის” ფანებს 16 613 ბილეთი გამოუყვეს.
ამასთან დაკავშირებით “არსენალმა” განცხადებაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია რომ კლუბი რთულ მდგომაროებაში იმყოფება ბილეთების გადანაწილებასთან დაკავშირებით და რაოდენობის გაზრდაზე უეფასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ბილეთები ოთხ კატეგორიად გახლავთ დაყოფილი შესაბამისი ფასებით – 92 ლარი, 153 ლარი, 278 ლარი და 432 ლარი.
£26, £43, £78 and £121,