ეროვნული ლიგა – “ჩიხურამ” “ვიტ ჯორჯია” სარდალიშვილის ულამაზესი გოლით დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” “ვიტ ჯორჯია” მიხეილ მესხის სტადიონზე მიიიღო და მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე სარდალიშვილმა შეაგდო. ერგემლიძის პასის შემდეგ მიშიკომ ულამაზესი დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო. “ვიტ ჯორჯია” ეცადა, თუმცა 10 კუთხურისა და ბოლო წუთზე ვასაძის კარგი შანსის მიუხედავად, გათანაბრება ვერ შეძლო და დამარცხდა.
“ჩიხურას” 18 ქულა დაუგროვდა და მე-5 პოზიციაზე დაბრუნდა. “ფარმაცევტებს” 11 ქულა დარჩათ და მე-8-ზე დარჩნენ.
ჩიხურა 1-0 ვიტ ჯორჯია
გოლი: სარდალიშვილი 69
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, კაშია – ჩიხლაძე (იონანიძე 89), ჩიტეიშვილი, დეკანოიძე (მარკოზაშვილი 59), სარდალიშვილი – მახარობლიძე (მუმლაძე 68), ერგემლიძე
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე – გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, ჩაკვეტაძე – გაფრინდაშვილი, ვასაძე, კაკაშვილი, საჯაია (ლაცაბიძე 61) – მოსიაშვილი (კურდღელაშვილი 74) – მუჯირი (მუსელიანი 46), ღირდალაძე
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ფირცხალაიშვილი