ეროვნული ლიგა – 2 ავტოგოლი და ბათუმის “დინამოს” მორიგი სასწაული
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმში, ანგისის საფეხბურთო ბაზაზე “დინამო ბათუმსა” “დინამო თბილისს” შორის ჩატარდა. ადგილობრივ სტადიონზე გადაჭედილმა გულშემატკივარმა 5 გოლი გატანილი გოლი იხილა და აქედან ყველა ბათუმელებმა შეაგდეს, 2, საკუთარ კარში. ანგარიში 23-ე წუთზე კაპიტანმა თევდორაძემ გახსნა პენალტით. 10 წუთში ჩალაძემ უძლიერესი დარტყმით პირველი გოლი გაიტანა “დინამოში” და ტაიმი 2-0 დასრულდა. 75-ე წუთზე თბილისელებმა ჯერ ადამაძის ავტოგოლით, შემდეგ 86-ზე ბრაზილიელი ლეგიონერის ალეფ სანტოსის სადებიუტო ავტოგოლით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს. შეცვლაზე შემოსულმა ჯანელიძემ 93-ე წუთზე გაფრინდაშვილი მონახა, მანაც გაისროლა და ანგისის სტადიონი აადუღა. აჭარლებმა ბოლო წუთზე მოიგეს და ჩემპიონატს კვლავ სათავეში ჩაუდგნენ 25 ქულით. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი კი 20 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა.
მე-13 ტური 14 მაისს “ტორპედოსა” და “საბურთალოს” დაპირისპირებით გაიხსნება.
დინამო ბათუმი 3-2 დინამო თბილისი
გოლები: თევდორაძე 23 (პენალტი), ჩალაძე 34, გაფრინდაშვილი 93 – ადამაძე 75 (ავტო გოლი), ალეფ სანტოსი (86)
დინამო ბათუმი: ალავიძე – მელიავა, ადამაძე, გაგოშიძე, ჩალაძე – ტეიდი (ჯანელიძე 80), მამუჩაშვილი, რამოსი, თევდორაძე (გაფრინდაშვილი 59), ფლამარიონი – საბანაძე (სანტოსი 78)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
დინამო თბილისი: პერალესი – რუხაია, მონხილი, კობოური, იაშვილი – ნინუა, პაპავა (როხანო 82) – შენგელია, შულაია (აზაროვი 59), კუხიანიაძე (ზარია 66) – კუტალია
მთავარი მწვრთნელი; ჩისკო მუნიოსი