ვინ არის ბურთის მომტანი ბიჭუნა, რომელმაც “ლივერპულის” მეოთხე გოლი შექმნა?
“ლივერპულის” ბრწყინვალე ქამბექიდან რამდენიმე დღე გავიდა და ახლა, როდესაც “ენფილდის” ხმაურიან საღამოს ვიხსენებთ, კიდევ უფრო იკვეთება ერთი უბრალო ბურთის მომტანი ბიჭუნას როლი “მერსესაიდელთა” წარმატებაში.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” კარში გატანილი მეოთხე გოლს სწორედ ბურთის მომტანის სწრაფმა რეაქციამ ჩაუყარა საფუძველი. ტრენტს ისღა დარჩენოდა, რომ სწრაფად გაეთამაშებინა კუთხური.
“მე ვმუშაობდი კლუბში, სადაც სრულად აანალიზებდნენ ბურთის მომტანი ბიჭუნების მუშაობის ძალას. თუ გსურს, რომ სწრაფად განაახლო თამაში, ბიჭიც უნდა იყოს ინფორმირებული. ბურთის მომტანების ქმედება სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს.
მეც ვყოფილვარ ბურთის მომტანი და ისიც კი ვიცოდი, თუ კუთხურის რომელ მიდამოში უნდა დამედო ბურთი, შემსრულებელს შესწორება რომ არ დასჭირვებოდა. მაღალი დონის კლუბში ყოველ დეტალს ითვალისწინებენ. ბიჭუნა, რომელმაც ტრენტს ბურთი მიაწოდა, ძალიან ჭკვიანი იყო. არ ვიცი, არის თუ არა ის აკადემიის წევრი, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.
მოურინიო მართალი აღმოჩნდა! Independent-ის ცნობით, “ლივერპულის” ანალიტიკოსმა ერთი კვირით ადრე შეამჩნია, რომ “ბარსელონელები” ყოველ სტანდარტულზე ჩხუბობდნენ და არკვევდნენ, თუ ვინ უშვებდა შეცდომას, თუნდაც ეს სრულად უადგილო ყოფილიყო და ბიჭებსაც შესაბამისი დავალება მისცა.
What a performance by the ball boy for the deciding goal. Should get an assist for the super-quick pass to @trentaa98 😂👏🏻#LIVBAR pic.twitter.com/GpHBXBh4yG
— Dan Walker (@mrdanwalker) May 7, 2019
რაც შეეხება უშუალოდ “ბოლბოის” – საქმე გვაქვს ლიდსის მკვიდრ ოუკლი კენონიესთან, რომელიც სულ რაღაც 14 წლის გახლავთ და “ლივერპულის” აკადემიაში ირიცხება. ოუკლის უკვე აქვს საკუთარი ანგარიში Transfermarkt-ზე.
“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა გრემ სუნესმა კლუბს მოუწოდა, რომ ბიჭუნასა და მის ოჯახს ჩემპიონთა ლიგაზე დასასწრები ბილეთები აჩუქოს.
Fourteen-year-old Oakley "Ballboy" Cannonier with a fan. pic.twitter.com/iK1ycMgHjY
— Viktor Fagerström (@ViktorFagerLFC) May 8, 2019