ელ-ჰაჯი დიუფი: “კარაგერი მემარჯვენე იყო, რომელსაც ორი მარცხენა ფეხი ჰქონდა”
ვეტერანმა ფეხბურთელმა, ელ ჰაჯი დიუგმა ყოფილ თანაგუნდელს, “ლივერპულის” ყოფილ მცველს ჯეიმი კარაგერს დასცინა.
როგორც იცით, სენეგალელი თავდამსხმელი მერსესაიდულ კლუბში 2002 წელს “ლანსიდან” გადავიდა. მან “ლივერპულში” იმედები ვერ გაამართლა. ამას დაემატა ისიც, რომ დიუფს თანაგუნდელებთან, განსაკუთრებით სტივენ ჯერარდთან და ჯეიმი კარაგერთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.
“კარაგერი მემარჯვენე იყო, რომელსაც ორივე ფეხი მარცხენა ჰქონდა. ის რომ ლივერპულში დაბადებული არ ყოფილიყო, ისეთი კარიერა არ ექნებოდა, როგორიც ჰქონდა. დღეს, შემიძლია, ვთქვა, რომ ყველაზე მეტად “ლივერპულის” მაისურის ჩაცმას ვნანობ. ჩემ კარიერაში იმას შევცვლიდი, რომ “ლივერპულის” მაგივრად “ბარსელონაში” ან “მანჩესტერ იუნაიტედში” წავიდოდი”, – უთხრა დიუფმა beIN SPORTS-ს.
🚨 El-Hadji Diouf s’est confié en exclusivité à beIN SPORTS !
🎙 "Jamie Carragher avait deux pieds gauches"
👉 Retrouvez son interview très vite sur beIN SPORTS pic.twitter.com/Ls3mzVie2N— beIN SPORTS (@beinsports_FR) May 7, 2019