პეგასმა ჩემპიონობა დაიბრუნა
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში მოიგო თბილისის პეგასმა,
რომელმაც ფინალში 40-25 დაამარცხა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული
სამტრედია. მესამე ადგილისთვის აჭარამ 36-32 მოუგო ბათუმის შავი ზღვის
ბიჭებს.
ამით დასრულდა 2018-19 წლების ჩემპიონატი 17-წლამდელებს შორის, რომელიც 9
თვე, სექტემბრიდან მაისამდე მიმდინარეობდა. სულ გაიმართა 122 მატჩი,
მონაწილეობდა 15 გუნდი. პირველ ეტაპზე, სექტემბრიდან მარტამდე, გაიმართა
დასავლეთი (7 გუნდი) და აღმოსავლეთი (8) ლიგების ტურნირი. რეგიონული
ჩემპიონები გახდნენ აჭარა და პეგასი. აქ შეირჩა 5-5 საუკეთესო გუნდი მეორე
ეტაპისთვის, რომელიც აპრილში გაიმართა. ნახევარფინალში გავიდნენ პეგასი,
BSB ბათუმი, სამტრედია და აჭარა.
პეგასის გუნდი ბოლო წლებში ჭაბუკთა ასაკობრივი ჩემპიონატების უცვლელი
გამარჯვებული იყო, მაგრამ შარშან მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, ტიტული კი
სამტრედიამ მოიპოვა. თბილისელთა რევანში წლეულს დამაჯერებელი იყო – გუნდმა
ყველა, ოცივე მატჩი მოიგო – 14 აღმოსავლეთის ლიგაში, 4 – მეორე ეტაპზე და
ორიც ფინალურ ოთხეულში.
ამ ასაკობრივ კატეგორიაში, 2002-03 წლებში დაბადებულთა შორის, ახლა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ჯერია: 1-5 ივლისს გუნდს ევროპის
ჩემპიონატი აქვს გეტებორგში, შვედეთი.
შინაურ ასპარეზზე კი უკვე გამოვლინდნენ ექვსიდან სამი ჩემპიონატის
პრიზიორები: 17 წლამდელ გოგონებსა (ფოთი, აჭარა, ქარიშხალა) და ჭაბუკებში
(პეგასი, სამტრედია, აჭარა), ასევე უმცროსი ასაკის, 15 წლამდელ გოგონებში
(ყვარელი, სამტრედია, მამული). დასამთამრებელია კიდევ 3 ჩემპიონატი:
17-20 მაისს გლდანის დარბაზში მოეწყობა უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატის
დასკვნითი ტური, ხოლო შინაური სეზონის დასკვნითი აკორდი იქნება ქალთა და
ვაჟთა უმაღლესი ლიგების ფინალური ოთხეულები 22-23 მაისს, თბილისის სპორტის
სასახლეში.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 17 წ
გლდანი, 12 მაისი, ფინალი
პეგასი – სამტრედია 40-25
პეგ: გორგოძიანი – კალანდაძე 10, ჟვანია 8, პატაშური 7, კოხრეიძე 4,
კობახიძე 4, შუბითიძე 3, უთმელიძე 3, ჩეჩელაშვილი 1, ჭანტურია,
გრიშიკაშვილი, ლანჩავა, გ. არეშიძე – მწვ. ტ. კალანდაძე, გ. სახვაძე
სამ: დუნდუა, გოგიჩაიშვილი – ხომერიკი 8, ნადირაძე 6, აფრიდონიძე 5,
ქავზინაძე 2, ხელისუფალი 2, ადამია 1, ახობაძე 1, მანაგაძე – მწვ. გ.
ხელისუფალი, ა. ქავზინაძე
მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
მესამე ადგილისთვის. აჭარა – BSB ბათუმი 36-32
აჭ: ცინცაძე, თემ. ქამადაძე – ზაქარაძე 17, დუმბაძე 8, გაბაიძე 7, თორ.
ქამადაძე 2, ფარტენაძე 2, აბულაძე, ისმაილოვი, დავითაძე, ტარიელიძე – მწვ.
ი. სიხარულიძე, ზ. ურუშაძე
ბათ: ანთიძე – თურმანიძე 9, კაკულია 7, კახიძე 5, ცხადაია 4, ჭურკვეიძე 3,
გორდელაძე 2, ჯიჯავაძე 2, სტოლბოვი – მწვ. ვ. კაკულია
მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი
—
სეზონი. 2018-19 ჭაბუკები, 17წ
პირველი ეტაპი. სექტემბერი – მარტი
აღმოსავლეთი
—————-თ—მ—ფ—წ——ბ—–ქ
პეგასი——–14–14—0—0–332-112—28
ყვარელი—–14–12—0—2–294-166—24
ქარიშხალა—14—9—0—5–284-253–18
რუსთავი—–14—8—0—6–322-310—16
ქარელი——-14—6—0—8–271-299–12
გორი———-14—4—0–10–164-244—8
თელავი——14—2—0–12–201-342—4
ლაგოდეხი—14—1—0–13—65-207—2
დასავლეთი
——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ
აჭარა———–12–9—2—1–357-284–20
სამტრედია—-12–9—1—2–345-234–19
ბსბ ბათუმი—-12–8—1—3–298-270–17
ფოთი———–12–6—1—5–262-238–13
ქუთაისი——-12—3—3—6–259-235—9
ხელვაჩაური–12—2—2—8–268-317—6
წყალტუბო—-12—0—0–12–160-371—0
მეორე ეტაპი. აპრილი
A ჯგუფი.——თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ
პეგასი———–4—4—0—0–110-56–8
სამტრედია—–4—3—0—1—74-52—6
ფოთი———–4—2—0—2—86-87—4
ქარიშხალა—–4—1—0—3—69-92—2
ქარელი———4—0—0—4–52-104—0
B ჯგუფი
ბათუმი———4—4—0—0—99-75—8
აჭარა————4—3—0—1—85-62—6
ყვარელი——–4—2—0—2—70-71—4
ქუთაისი——–4—1—0—3—74-82—2
რუსთავი——–4—0—0—4–68-106–0
მესამე ეტაპი, ფინალური ოთხეული, მაისი
ნახევარფინალი
პეგასი – აჭარა 46-31
სამტრედია – BSB ბათუმი 41-33
ფინალი
1-2 პეგასი – სამტრედია 40-25
3-4 აჭარა – BSB ბათუმი 36-32